ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საქართველოს  1995-1999, 1999-2004 წწ.  

მოწვევის პარლამენტის წევრი

დაიბადა 1954 წლის 5 აგვისტოს , ქ.თბილისში.

განათლება:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1976წ.

მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა (1980-1984წწ), დოქტორანტურა (1987-94წწ). 

სამეცნიერო ხარისხი და წოდება:

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1985 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 

1995 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია” და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი 1976-78წწ;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე;

საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წ. მეცნიერ – კონსულტანტი. 

2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი

სამეცნიერო ინტერესების სფერო:

ფიზიკური ქიმია, კერძოდ, ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია;

ექსპერიმენტის ავტომატიზაცია, მონაცემების კომპიუტერული დამუშავება, სორბციული პროცესების მათემატიკური მოდელირება;

კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია, მაგნიტური და სპექტრალური თვისებები,

რენტგენოსტრუქტურული ანალიზი.

სამეცნიერო ფორუმები:

მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის, კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე;

პედაგოგიური საქმიანობა:

1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.

სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს

მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში;

1998 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

1996-2006წწ მონაწილეობდა სახელმწიფო საგრანტო თემების შესრულებაში.

სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, 

რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი;

საზოგადოებრივი – პოლიტიკური საქმიანობა :

საქართველოს  1995-99, 1999-2004წწ მოწვევის პარლამენტის წევრი;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; 

სამხედრო განათლების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი;

1995-1999წწ. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე, 

1999-2003 წწ. საპარლამენტო უმრავლესობის მოადგილე, ლიდერი

ეუთო – ს საპარლამენტო ასამბლეის და ევრაზიის ქვეყნების საპარლამენტო კონგრესის წევრი;

საქართველოს პარლამენტართა პალატის თავმჯდომარე (2015 წლიდან დღემდე);

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;

საქართველოში ერთ – ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის “დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის” დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი (1990-2021წწ);

2021 წლიდან “საქართველოს დიაბეტის ფონდის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ასოციაციის წევრი;

საქართველოს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობაში, მათი ინსულინით უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ფლობს ქართულ,რუსულ და გერმანულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილები – გიორგი, ნიკოლოზი. 

150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი;

ბიბლიოგრაფია:

დიაბეტის მართვა (ავტორი). – თბილისი, 2018 გვ. 140. ISBN: 9789941801556.

25 წელი დიაბეტიანი ბავშვების სამსახურში (1991-2016) : მონოგრაფია (ავტორი). – თბილისი, 2016. – 112გვ.. – ISBN: 9789941093418

საქართველოს პარლამენტის წევრები, 1990-2015  (ავტორი). – თბილისი, 2015. – 430გვ.. – ISBN: 9789941081422

ქრომატოგრაფიის საწყისები : მონოგრაფია (თანაავტორი). – თბილისი, “ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი”, 2006. – 260გვ.. – ISBN: 99940-728-1-1

ქრომატოგრაფიული პროცესების ოპტიმიზაცია (რუსულ ენაზე)  (ავტორი). – თბილისი, უნივერსალი, 2004. – ISBN: 99940-32-14-3

ბიოორგანულ ნაერთთა კვლევის მეთოდები (თანაავტორი). – თბილისი, უნივერსალი, 2003. – 154გვ.. – ISBN: 99928-976-3-5

დიაბეტიანი ბავშვები საქართველოში (ავტორი). – თბილისი, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია, 2000. – 27გვ.