დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასწავლო – სამეცნიერო ღონისძიებებში. კერძოდ, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ასოციაციის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (IDF) და ევროპის ასოციაციის (EASD) ყველა კონგრესში. ზემოთ აღნიშნულ სამეცნიერო ფორუმებზე წარდგენილი იქნა მრავალი ათეული სამეცნიერო თემა (როგორც ზეპირი მოხსენების, ასევე სტენდური პოსტერის სახით), რომლებიც დაბეჭდილია, როგორც სამეცნიერო ნაშრომები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბევრმა მათგანმა დაიმსახურა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მაღალი შეფასებები.  მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ  2009 წლის ნოემბერში, მონრეალში (კანადა), დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (IDF) მიერ ჩატარებულ მსოფლიო კონგრესზე, ასოციაციის თანამშრომლების მიერ  წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეძღვნებოდა ინსულინის ანალოგების გამოყენებასა და დიაბეტიან ბავშვებსა და მოზარდებში ფიზიკური  დატვირთვების ოპტიმიზაციას,აგრეთვე   მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. ამ მოხსენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ეს სპეციალისტების მიერ, რაც ყრილობის შემაჯამებელ დოკუმენტში სპეციალურად იქნა აღნიშნული. ეს ჩვენი მეცნიერების უდიდეს წარმატებად უნდა ჩაითვალოს. ასოციაცია შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებს თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, რაც პირდაპირ უკავშირდება დიაბეტიანი პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური დახმარების გაწევას.                                  

   ცალკე აღნიშვნის ღირსია ასოციაცის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული ორი საერთაშორისო  კონფერენცია ქ. თბილისში.

პირველი ჩატარდა 2003 წ. 6 მაისს  სასტუმრო მერიოტ – თბილისში და მიეძღვნა ენდოკრინოლოგიის აქტუალურ პრობლემებს. მოხსენებებით  წარსდგნენ  როგორც უცხოეთის ასევე  საქართველოს წამყვანი  სპეციალისტები.

მეორე კონფერენცია კი მიეძღვნა  ბავშთა  დიაბეტს  და  იგი  ჩატარდა  2013 წ. 13-14 აპრილს დიაბეტიან  ბავშვთა  ცენტრში . ეს უკანასკნელი გახდა ტრადიციული და მას დაერქვა “ პედიატრ – ენდოკრინოლოგთა  თბილისის პირველი საერთაშორისო კონფერენცია”. ამ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო შვიდი ქვეყნის დელეგაციამ. ორივე კონფერენცია ჩატარდა დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკ” – ის თანადგომითა და დაფინანსებით.

2016 წ. 13 ნოემბერს, ასოციაციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთიდან მოწვეული სამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ექიმი – ენდოკრინოლოგებისთვის  ასოციაციამ ჩაატარა სასწავლო – სამეცნიერო სემინარი.