2006 წელს 15 დეკემბერს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ამირხანაშვილი ინიციატივით დაარსდა სპორტული კლუბი ,,რუბიკონი” და იმავე დღეს მოხდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო გუნდ “რუბიკონის” პრეზენტაცია.
გუნდში გაერთიანებულნი არიან, როგორც დიაბეტიანი მოზარდები, ასევე არადიაბეტიანი მოთამაშეებიც.
ზემოთ აღნიშნული სპორტული კლუბის დაარსების იდეა ეფუძნება დიაბეტიანი და ჯანმრთელი ბავშვების ინტეგრაციას, რაც სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლავთ.
საფეხბურთო გუნდმა “რუბიკონმა” 2006 წელსვე მიაღწია პირველ წარმატებას მინიფეხბურთში. “ბენდელას” თასის ტრადიციულ გათამაშებაში დაამარცხა რა, უძლიერესი მეტოქეები, დაიკავა საპატიო მე-2 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ცნობილი საფეხბურთო კლუბების გუნდები.
მომდევნო წლებშიც “რუბიკონმა” არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა შეჯიბრებებში.
გუნდის კაპიტანია გიორგი ამირხანაშვილი – ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.