ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქართველოს 1995-1999, 1999-2004 წწ.
მოწვევის პარლამენტის წევრი
დაიბადა 1954 წლის 5 აგვისტოს , ქ.თბილისში.
განათლება:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1976წ.
მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა (1980-1984წწ), დოქტორანტურა (1987-94წწ).
სამეცნიერო ხარისხი და წოდება:
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1985 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1995 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია” და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი 1976-78წწ;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე;
საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წ. მეცნიერ – კონსულტანტი.
2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი
სამეცნიერო ინტერესების სფერო:
ფიზიკური ქიმია, კერძოდ, ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია;
ექსპერიმენტის ავტომატიზაცია, მონაცემების კომპიუტერული დამუშავება, სორბციული პროცესების მათემატიკური მოდელირება;
კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია, მაგნიტური და სპექტრალური თვისებები,
რენტგენოსტრუქტურული ანალიზი.
სამეცნიერო ფორუმები:
მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის, კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე;
პედაგოგიური საქმიანობა:
1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.
სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს
მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში;
1998 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
1996-2006წწ მონაწილეობდა სახელმწიფო საგრანტო თემების შესრულებაში.
სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი,
რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი;
საზოგადოებრივი – პოლიტიკური საქმიანობა :
საქართველოს 1995-99, 1999-2004წწ მოწვევის პარლამენტის წევრი;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი;
სამხედრო განათლების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი;
1995-1999წწ. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე,
1999-2003 წწ. საპარლამენტო უმრავლესობის მოადგილე, ლიდერი
ეუთო – ს საპარლამენტო ასამბლეის და ევრაზიის ქვეყნების საპარლამენტო კონგრესის წევრი;
საქართველოს პარლამენტართა პალატის თავმჯდომარე (2015 წლიდან დღემდე);
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
საქართველოში ერთ – ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის “დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის” დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი (1990-2021წწ);
2021 წლიდან “საქართველოს დიაბეტის ფონდის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ასოციაციის წევრი;
საქართველოს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობაში, მათი ინსულინით უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ფლობს ქართულ,რუსულ და გერმანულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილები – გიორგი, ნიკოლოზი.
150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი;
ბიბლიოგრაფია:
დიაბეტის მართვა (ავტორი). – თბილისი, 2018 გვ. 140. ISBN: 9789941801556.
25 წელი დიაბეტიანი ბავშვების სამსახურში (1991-2016) : მონოგრაფია (ავტორი). – თბილისი, 2016. – 112გვ.. – ISBN: 9789941093418
საქართველოს პარლამენტის წევრები, 1990-2015 (ავტორი). – თბილისი, 2015. – 430გვ.. – ISBN: 9789941081422
ქრომატოგრაფიის საწყისები : მონოგრაფია (თანაავტორი). – თბილისი, “ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი”, 2006. – 260გვ.. – ISBN: 99940-728-1-1
ქრომატოგრაფიული პროცესების ოპტიმიზაცია (რუსულ ენაზე) (ავტორი). – თბილისი, უნივერსალი, 2004. – ISBN: 99940-32-14-3
ბიოორგანულ ნაერთთა კვლევის მეთოდები (თანაავტორი). – თბილისი, უნივერსალი, 2003. – 154გვ.. – ISBN: 99928-976-3-5
დიაბეტიანი ბავშვები საქართველოში (ავტორი). – თბილისი, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია, 2000. – 27გვ.