სახელმწიფო პროგრამა
დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრებ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის. წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროგრამა გათვლილია 0-18 წწ. ასაკის 900 პაციენტზე. წელიწადში ახლადგამოვლენილი ავადმყოფების რაოდენობა, საშუალოდ 120 – 150 ბავშვია.
პროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურების გაწევას:
ინსულინის, ინსულინის ანალოგებისა და გლუკაგონის შენახვა და გაცემა.
პროგრამით განსაზღვრულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ შეძენილი დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკის” წარმოების ინსულინების, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტებისა და ნემსების შენახვა – დარიგება.
აღნიშნული ინსულინები და ინსულინის ანალოგები ინახება სპეციალურ სამაცივრო დანადგარში აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (5-8 C). ინსულინის, ინსულინის ანალოგებისა და გლუკაგონის გაცემა ხდება ასოციაციის ოფისიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მშობელს არ შეუძლია ოფისში მისვლა, ზემოთაღნიშნული მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებათ ოფისის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
0-18 წწ. ასაკის პაციენტები იღებენ ინსულინს და ინსულინის ანალოგებს პენფილებში. ასეთივე მომსახურების პაკეტით სარგებლობენ: ა) 18 წელს გადაცილებული ის დიაბეტიანი მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებლარული დამბლა და უშაქრო დიაბეტი; ბ) ასოციაციის მიერ განხორციელებული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული პაციენტები.
ა) და ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი პაციენტების ასაკი არ არის შემოსაზღვრული და იგი ვრცელდება მხოლოდ ასოციაციაში რეგისტრირებულ პაციენტებზე.
საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შენახვა, გაცემა და გლუკოზის თვითკონტროლი.
გლუკოზის თვითკონტროლი სისხლში ხორციელდება ფირმა “როშეს” ულტრათანამედროვე “ACCU-CHEK GO”-ს მოდელის გლუკომეტრებით. ასოციაციის წევრები აღჭურვილი არიან აგრეთვე შესაბამისი ტესტ-ჩხირებით, შარდში გლუკოზისა და კეტონური სხეულების საანალიზო ჩხირებით, და “როშეს” ფირმის სისხლის ასაღები ლანცეტებით. ამავე მომსახურებით სარგებლობენ: ა) 18 წელს გადაცილებული ის დიაბეტიანი მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებლარული დამბლა და უშაქრო დიაბეტი; ბ) ასოციაციის მიერ განხორციელებული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული პაციენტები.
ა) და ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი პაციენტების ასაკი არ არის შემოსაზღვრული და იგი ვრცელდება მხოლოდ ასოციაციაში რეგისტრირებულ პაციენტებზე.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტებს არ შეუძლიათ ოფისში მისვლა, ზემოთაღნიშნული მედიკამენტები მათ მიეწოდებათ ოფისის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
იმის გათვალისწინებით, რომ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში დიაბეტი მიმდინარეობს ლაბილურად (ხშირია დეკომპენსაციისა და სუბკომპენსაციის შემთხვევები, რაც თავისთავად იწვევს დიაბეტის გართულებებს) პროგრამით გათვალისწინებულია HbA1c გლიკოზირებული ჰემოგლობინის ანალიზის ჩატარება კვარტალში ერთხელ. 2010 წ. დაგეგმილია პაციენტებისათვის საშუალოდ 2000 ანალიზის ჩატარება, რისთვისაც საჭირო იქნება შეძენილი იქნას შესაბამისი რაოდენობის რეაქტივები. ამას გარდა ლაბორატორიას ესაჭიროება სინჯარები, ანტისეპტიკური საშუალებები და სხვადასხვა დამხმარე მასალები. აღნიშნული გამოკვლევები ჩაუტარდებათ 0-18 წწ. ბავშვებს და პუნქტ 1,2 ა) და ბ) კატეგორიის პაციენტებს. ზემოთაღნიშნული გამოკვლევები საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ აგრეთვე რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ 18-25 წწ. ასაკის პაციენტებსაც.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თვალის გართულებათა პროფილაქტიკას. ამ მიზნით მიღწეულია შეთანხმება სს “ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრთან”, რომელიც ითვალისწინებს 0-18 წწ. ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა ამბულატორიულ გამოკვლევებს კერძოდ, მხედველობის სიმახვილე, რეფრაქტომეტრია, ექობიომეტრია და თვალის ფსკერის ფოტოგრაფირება. რეტინოპატიის შემთხვევაში ხდება არგონლაზერით თვალის ფსკერის კოაგულაცია, ხოლო დიაბეტური კატარაქტის შემთხვევებში კეთდება შესაბამისი ოპერაციები. ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურება შეთანხმების თანახმად ტარდება პაციენტებისათვის უფასოდ.
