დაიბადა 1987 წლის 20 მაისს ქ. თბილისში.
1993 – 2003წ. სწავლობდა თბილისის მე – 60 საშუალო სკოლაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ 2003წ. წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
2009 წელს დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის ბაკალავრის ხარისხი.
2007 წელს არჩეულ იქნა დიაბეტიან ბავშვთა დაცვის საერთო კრების მიერ ასოციაციის გამგეობის წევრად და დაინიშნა ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტად.
2008 წლიდან, როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კოორდინაციას უწევს «დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის » სახელმწიფო პროგრამის რეაბილიტაციის კომპონენტს.
2006 წელს გიორგი ამირხანაშვილის ინიციატივით ასოციაციის ბაზაზე დაფუძნდა სპორტული კლუბი «რუბიკონი».
ამ კლუბის საფეხბურთო გუნდმა «რუბიკონმა», რომლის კაპიტანია გ. ამირხანაშვილი 2006 წ. ,,ბენდელას თასის” გათამაშებაში მინი ფეხბურთში საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა.
გიორგი ამირხანაშვილი სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში. კერძოდ, მისი ინიციატივითა და მონაწილეობით ტარდებოდა სხვადასხვა ტურნირები მინი – ფეხბურთში, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და ჯილდოებით.
გიორგი ამირხანაშვილი, როგორც დიაბეტიანი (მას დიაბეტი აქვს 3 წლის ასაკიდან) ადრეული ასაკიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში. კერძოდ, ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის კონგრესებში(EASD): იერუსალიმში (2000წ.), გლაზგოში (2001წ.), პარიზში (2003წ.), ათენში (2005წ.), ამსტერდამში (2007წ.) და რომში ( 2008წ.). იგი რამდენიმე მონოგრაფიისა და სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია.
2009 წელს გაიარა საქართველოს სავაჭრო პალატის ტრენინგი ბიზნეს მენეჯმენტის დარგში.